ტურინის „იუვენტუსი“ მოიზე კინთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს და ეს პაველ ნედვედმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდაც დაადასტურა. როგორც Tuttosport-ი წერს, ჩეხი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას შეხვდება.
„იუვეს“ კონტრაქტი გამზადებული აქვს: მოიზე ხელშეკრულებას 4 წლით გაახანგრძლივებს და ტურინში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო ანაზღაურების სახით 1.5-2 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად 19 წლის ფორვარდი ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებს.
შეგახსნებთ, რომ მოიზე კინი ბოლო დროს შესაშნავ ფორმაშია და „იუვენტუსში“ სამი გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრებში – ორი.