მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსში” ტრავმების ეპიდემიაა

“იუვენტუსში” ტრავმების ეპიდემიაა

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემია მძვინვარებს. არადა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები უკვე კარსაა მომდგარი. „იუვეში“, რომ ტრავმიანობაა, ამაში მასიმილიანო ალეგრის კომენტარიც დაგარწმუნებთ.

„რონალდუ მუშაობს და ვიმედოვნებთ, რომ „აიაქსითვის“ მზად იქნება, თუმცა ეს გადაწყვეტილი არაა. ისევე, როგორც დუგლას კოშტა. ხედირა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, კუადრადო 7-10 დღეში დაგვიბრუნდება. დიბალას დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.

მანჯუკიჩს სიცხე აქვს, პერინს ზურგის ტრავმა აწუხებს და იმედია, ჩემპიონთა ლიგისთვის დაგვიბრუნდება, ხოლო სპინაცოლას მუხლის დაზიანება აღენიშნება. ოპერაცია არ დასჭირდება, მაგრამ ლეონარდო 15 დღე ვერ ითამაშებს. ბარძალი კი სეზონის ბოლო ნაწილში დაბრუნდება“, – თქვა ალეგრიმ.

მოკლედ, „იუვენტუსის“ ლაზარეთში არიან: დუგლას კოშტა, კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა, ხუან კუადრადო, ლეონარდო სპინაცოლა, მატია პერინი, მარიო მანჯუკიჩი და ანდრეა ბარძალი.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …