მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ბრძოლა გველოდება, მაგრამ სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ”

ალეგრი: “ბრძოლა გველოდება, მაგრამ სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა უმეტესი დრო ტრავმირებულ ფეხბურთელებზე საუბარს დაუთმო, რომლებიც ისეთად ბევრი იყო და კიდევ უფრო გაიზარდა.

„ვხვდებით „კალიარის“, რომელიც კარგ ფორმაშია და ჩვენი დამარცხება ძალიან უნდა, რადგან უკვე დიდი ხანია „იუვე“ სახლში არ დაუმარცხებია. მეტოქემ 33-დან 24 ქულა საკუთარ მოედანზე მოიპოვა, დაამარცხა „ინტერი“ და „ფიორენტინა“, გაუშვა მხოლოდ 13 გოლი. დიდი ბრძოლა გველოდება, მაგრამ სახლში სამი ქულა უნდა წავიღოთ.

გუნდი კარგადაა. „ემპოლისთან“ მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. ხვალ შესაძლოა სამი მცველით ვითამაშოთ ან ოთხით. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, კანსელუ პირველივე წუთიდან შეტევაში ითამაშებს თუ არა. კინი? ის ახალგაზრდაა და მისთვის ხვალ კარგი გამოცდა იქნება, როგორ ვითარდება.

რონალდუ? იმედია კრიშტიანუ „აიაქსთან“ დაგვეხმარება. ეს რთული იქნება, მაგრამ გვჯერა, რადგან კარგად მუშაობს ყოველდღე. ფეხი ახლა გაცილებით უკეთ აქვს, ცხრა დღე კიდევ დარჩა ამსტერდამულ მატჩამდე და ეს დრო ყველაფერს გამოაჩენს. ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველა კუთხით.

დუგლას კოშტა კარგ კონდიციებშია და „აიაქსთან“ მზად იქნება. ხედირა უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ალბათ „მილანთან“ დაგვიბრუნდება. კუადრადოს 7-10 დღე სჭირდება დასაბუნებლად, ბარძალიც მუშაობს და სეზონის დასკვნით ნაწილში ხელმისაწვდომი იქნება. დიბალამ დღეს გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, იგივე ეხება მანჯუკიჩს, რომელსაც სიცხე აქვს და არ ვიცი ხვალ ითამაშებს თუ არა. ასევე ტრავმირებულები არიან პერინი და სპინაცოლა. მატიას ზურგის პრობლემა აქვს, ლეონარდოს კი მუხლის და 10-15 დღე ჩვენს განკარგულებაში არ იქნება“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „კალიარისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 2 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …