მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ნახევარდაცვა სარის მოთხოვნებს ვერ უძლებს: იანვარში ტრანსფერი აუცილებელია

“იუვეს” ნახევარდაცვა სარის მოთხოვნებს ვერ უძლებს: იანვარში ტრანსფერი აუცილებელია

რომის „ლაციოსთან“ მარცხის შემდეგ Calciomercato-ზე საინტერესო წერილი გამოქვეყნდა „იუვენტუსის“ პრობლემასთან დაკავშირებით. წერილის ავტორი ნიკოლა ბალიჩე მიიჩნევს, რომ „იუვეს“ ნახევარდაცვა სარის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და იანვრის სატრანსფერო პერიოდში ამ პოზიციაზე მინიმუმ ერთი ტრანსფერი აუცილებელია.

აი, რა წერია სტატიაში:

„ერთი „ლაციო“ – „იუვენტუსი“ იყო როდრიგო ბენტანკურთან ერთად და მეორე „ლაციო“ – „იუვენტუსი“ იყო ბენტანკურის გარეშე. ეს მიანიშნებს ურუგვაელს დიდ ზრდაზე. მაგრამ აგრეთვე „იუვეს“ ნახევარდაცვის კონდიციაზე. აღმონდა, რომ ბენტანკურზე დამოკიდებულია, რადგან „ლაციომ“ „ბიანკონერი“ გადაყლაპა ურუგვაელის მოედნიდან გასვლის შემდეგ. მითუმეტეს ემრე ჯანი. გერმანელი საშინელი იყო „სასუოლოსთან“ და მოჩვენებას გავდა „ლაციოსთანაც“.

მისი თამაში აჩვენებს იმას, რომ თურმე „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობა არ ცდებოდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვეს. თუმცა, ახლა ისიც საჭიროა, რადგან სამი ხედირა სამი თვე ვერ ითამშებს, აარონ რემზი და ადრიენ რაბიო კი, აქამდე უფრო მეტ დროს ლაზარეთში ატარებენ, ვიდრე მოედანზე. თავის მხრივ ბენტანკური, რომელიც რომში დაშავდა და ახლა ემრე ჯანს შანსი მიეცა – ბოლო არჩევანი, რაც ხაზს უსვამს „იუვენტუსის“ პარადოქსს: თითქოს სუპერფეხბურთელები, სიმრავლე ნახევარდაცვაში, მაგრამ მაინც არასრული და გაუწონასწორებელი.

ტრანსფერი

იანვრის თვეში ინვესტიცია იქნება საჭირო, რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ფაბიო პარატიჩის გაყიდვაც მოუწევს, რადგან ეს საქმე ზაფხულში ვერ დაასრულა. მაგრამ, საჭიროა ყიდვაც. ფლანგებზე რაღაც საჭიროა, ნახევარდაცვაშიც რაღაც სპეციფიკაა საჭირო, რომელიც შეეფერება მაურიციო სარის სათამაშო სტილს. შესაძლოა პაიკი აღმოჩნდეს ემრე ჯანი, რომელიც ივან რაკიტიჩში ან ლეანდრო პარედესში გაიცვალოს. ან პერსპექტიული ახალგაზრდა დაიმატონ, როგორიცაა სანდრო ტონალი ან სხვა სქემა. ერთი რამ ცხადია: რაღაც საჭიროა, რადგან წელს „იუვე“ მარტო არ მიდის სკუდეტოსკენ, „ინტერი“ სერიოზულადაა მომართული და იანვარში ისიც გაძლიერებას აპირებს. შესაძლოა სკუდეტოსთვის ბრძოლაში „ლაციოც“ ჩაერთოს.

როდესაც წმინდა ხელფასის სახით 150 მილიონ ევროზე მეტს გასცემ, მეორე ადგილი სატურნირო ცხრილში არ შეიძლება იყოს არჩევანი და მოსაწონი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …