ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლაციოსთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა გოლის არგაშვების ძლიერი სურვილი უნდა დაიბრუნოს.
„ჩვენ დავისაჯეთ კონკრეტული ეპიზოდების გამო შესანიშნავად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ვდომინირებდით და „ლაციოს“ პრაქტიკულად არაფერი შეუქმნია. არმგონია, რომ მეორე ტაიმს განსხვავებულად მივუდექით, ნორმალური იყო მეტოქის წნეხი. თუმცა, ჩვენ გვქონდა დიბალას ძალიან სახიფათო მომენტი, რომლითაც შეგვეძლო ანგარიში 2:1 გაგვეხადა.
უნდა მოვუმატოთ, ეს აშკარაა, რადგან არ შეიძლება ასე ბევრი გოლის გაშვება, უნდა ვიპოვოთ სურვილი იმისა, რომ კარი მშრალად შევინახოთ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 36 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ გამართავს.