მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები / “იუვენტუსი” ჰოლანდის შესაძენად მზადაა

“იუვენტუსი” ჰოლანდის შესაძენად მზადაა

პაულო დიბალა, კრიშტიანუ რონალდუ და გონსალო იგუაინი კარგია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ეს საკმარისი არ იყოს. ფაქტია, მაურიციო სარის სათადარიგო სკამზე ხშირად არ აქვს ბევრი არჩევანი, რომ შეტევა გააძლიეროს.

ამიტომაც, Corriere Dello Sport-ის ცნობით, „იუვე“ „ზალცბურგის“ 20 წლის ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს ეპატიჟება.

ნორვეგიელმა მიმდინარე სეზონში 28 გოლი გაიტანა და მათ შორის 8 ჩემპიონთა ლიგის 5 ტურში. მას მსურველი ბევრი ჰყავს, მაგრამ „იუვე“ მზადაა იანვარში შეიძინოს ნიჭიერი შემტევი.

30 მილიონი ევრო „ზალცბურგს“. მართალია, ჰოლანდი უფრო ძვირად ფასობს, მაგრამ კონტრაქტის პუნქტის თანახმად გუნდის დატოვება 20 მილიონ ევროდაც შეუძლია. ასე, რომ ეს თანხა შესაძლოა საკმარისი გამოდგეს. თავად ფეხბურთელს კი, შავ-თეთრები სეზონში 3 მილიონ ევროს ჰპირდებიან.

შემთხვევითი სიახლე

რაბიო: “ეს მუნდიალი შეიძლება კონტრაქტის მხრივაც დამეხმაროს, რომელიც “იუვესთან” მეწურება”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ საფრანგეთის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონტრაქტზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც „იუვესთან“ …

“იუვეს” იტალიური ხაზი: ვიკარიო და სხვა იტალიელები, რომლებსაც ტურინში აკვირდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ ყოველთვის აქცენტს იტალიელ ფეხბურთელებზე აკეთებდა და მისი ძალაც ადგილობრივ მოთამაშეებში არსებობდა. ახლაც, ტურინელთა …