ტურინის „იუვენტუსმა“ რომის „ლაციოსთან“ 1:3 წააგო და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს.
1 – მაურიციო სარიმ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის მეოცე მატჩში პირველი მარცხი განიცადა. მხოლოდ სამი მწვრთნელია „იუვეს“ ისტორიაში, რომელთაც სადებიუტი შეხვედრის წასაგებად მეტი თამაშის ჩატარება დასჭირდატ: ანტონიო კონტე (43), სესმირ ვიჩპალეკი (26) და დიდიე დეშამი (21).
1 – კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო 6 თამაშში სერია A-ს ეგიდით მეოთხე გოლი გაიტანა. სტუმრად კი, პირველი გოლი იყო გასული სეზონის შემდეგ, როდესაც აპრილში „ინტერს“ მილანში გაუტანა.
2 – როდრიგო ბენტანკურმა პირველად კარიერაში ზედიზედ ორ მატჩში ორ გოლში მიიღო მონაწილეობა. ურუგვაელმა ბოლო ორ ტურში ორი საგოლე პასი მიითვალა.
200 – პაულო დიბალამ „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით მეორასე თამაში ჩაატარა.
3 – ვოიცეხ შჩესნიმ სერია A-ში მის კარში დანიშნული ბოლო რვა პენალტიდან მესამე მოიგერია.
1 – „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველად წააგო სატურნირო ცხრილის საწყის ათეულში მყოფ გუნდთან. მანამდე 6 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.