მთავარი / სიახლეები / სერია A / ბენტანკური: “ტრავმა სერიოზული არაა, მალე დავბრუნდები”

ბენტანკური: “ტრავმა სერიოზული არაა, მალე დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, როდრიგო ბენტანკურის ტრავმა სერიოზული არაა. ამის შესახებ თავად ურუგვაელი ფეხბურთელი ირწმუნება, რომელმაც განაცხადა, რომ მოედანზე მალე დაბრუნდება.

„ეს მტკივნეული მარცხია, მაგრამ ფეხზე უნდა წამოვდგეთ, ვისწავლოთ დაშვებული შეცდომებისგან და გავაგრძელოთ მუშაობა. ამ დილით სამედიცინო შემოწმება გავაირე და საბედნიეროდ სერიოზული არაა. მადლობა ყველა გამხნევებისთვის და ძალიან მალე დავბრუნდები“, – დაწერა ბენტანკურმა ინსტაგრამში.

ტურინის „იუვენტუსის“ ვებგვერდი კი, ურუგვაელის ტრავმის შესახებ წერს, რომ დაზიანებულ ფეხზე დაკვირვება ეტაპობრივად, დღითიდღე უნდა განხორციელდეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …