ტურინის „იუვენტუსისთვის“ მიმდინარე სეზონი რეკორდებითაა გამორჩეული. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 17 ტურის შემდეგ 49 ქულა დააგროვა (16 მოგება, 1 ფრე) და სერია A-ს ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია.
აქამდე, ფაბიო კაპელოსა (2005-2006) და ანტონიო კონტეს (2013-2014) ფორმაციის „იუვემ“ 17 ტურის მერე 46 ქულის მოპოვება მოახერხა. ალეგრის გუნდმა კი ეს მიღწევა გააუმჯობესა.
გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში ამ დროისთვის, „იუვეს“ ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე მეტი (49) ქულა აქვს მოპოვებული.