მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო: “ჩვენი საიდუმლო შრომაა”

ალექს სანდრო: “ჩვენი საიდუმლო შრომაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მარცხენა მცველმა ალექს სანდრომ „რომასთან“ (1:0) შეხვედრა შეაფასა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის წარმატების საიდუმლო თვდაუზოგავი შრომაა.

„დიახ, შესანიშნავი სეივები გააკეთა „რომას“ მეკარემ და კომპლიმენტიც დაიმსახურა. ჩვენ ვითამაშეთ დიდი გუნდის წინააღმდეგ და მოვახერხეთ ჩვენი მოვალეობის შესრულება. გამარჯვება ყოველთვის ადვილი არაა, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი ამის საშუალებას გვაძლევს.

ამ გუნდის საიდუმლო შრომაში მდგომარეობს. ყოველდღე ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში და ეს ნიშნავს, რომ სწორად ვფიქრობთ“, – განაცხადა ალექს სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 49 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …