მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ჯერ არაფერი მოგვიგია”

ალეგრი: “ჯერ არაფერი მოგვიგია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ (1:0) მოგებული შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილია.

„ჯერ კიდევ არაფერი მოგვიგია, საქმეს კარგად ვაკეთებთ და ზამთრის ჩემპიონები ვართ, მაგრამ 29 დეკემბრისთვის რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა გვქონდეს.

ბიჭებმა მეორე ტაიმში თავი ძალიან კარგად დაიცვეს, ხოლო საპირისპირო მხარეს ოლსენმა რამდენიმე შესანიშნავი ბურთი აიღო. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, კარგი თამაში ჩავატარეთ. „რომა“ ზეწოლის ქვეშ ვამყოფეთ და ფსიქოლოგიური სირთულეებიც შევუქმენით. მიუხედავად იმისა, რომ შეგვეძლო უკეთ თამაში, საბოლოო ჯამში უკმაყოფილო არ ვარ.

მანჯუკიჩი ჩვენთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია. მისი ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლები საოცარია, თუმცა დიბალამაც კარგი მატჩი ჩაატარა. მისი წყალობით ნახევარდცვა და შეტევა ერთმანეთს კარგად უკავშირდება“, – აღნიშნა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 17 ტურის შემდეგ 49 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …