მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ჩვენი ძალა გუნდურობაშია”

კიელინი: “ჩვენი ძალა გუნდურობაშია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ „რომასთან“ (1:0) შეხვედრა შეაფასა. „ბებერი სინიორას“ კაპიტნის განცხადებით, „იუვეს“ სიძლიერე გუნდურობაში და არა ცალკეულ ფეხბურთელებში.

„ამ გუნდის ძალა ერთეულ ფეხბურთელებში არაა. მე, კრიშტიანუ ან მარიო არა, არამედ კოლექტიური სიძლიერე და ეს დღეს საღამოს დავინახეთ. ახლა ცოტას დავისვენებთ და მერე ბერგამოში გასამართ მატჩზე ვიფიქრებთ. ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება.

დღეს, მეორე ტაიმში უფრო კარგად თამაში და ბურთის მეტი კოტროლი შეიძლებოდა. ნაცვლად ამისა, საკუთარ ნახევარზე მოგვიწია განლაგებადა კონტრშეტევებიც ვერ გამოვიყენეთ. ამ კუთხით უნდა მოვუმატოთ, რადგან მეორე გოლის გატანა საჭიროა. გვახსოვს, რაც მოხდა „მანჩესტერთან“ მატჩში“, – განაცხადა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 17 ტურის შემდეგ 49 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …