მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “რომა”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “რომა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურში „რომა“ მარიო მანჯუკიჩის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:

შჩესნი 6.5 – 90-ე წუთზე საუკეთესო იყო, როდესაც კრისტანტეს სახიფათო დარტყმის დროს გაფრინდა. მანამდე დიდი საქმე არ ჰქონია.

დე შილიო 6.5 – მანჯუკიჩს საგოლე პასი პასი გაუკეთა, მას შემდეგ რაც ბენტნკურმა კარგად იბრძოლა. დაცვაში ყურადღებით თამაშობდა.

ბონუჩი 6.5 – შიკისთვის სივრცე არ დაუტოვებია, რონალდუსაც კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ ოლსენმა ამ საღამოს ყველაფერს იგერიებდა.

კიელინი 6.5 – ტრადიციულად, დაცვაში კედელივით იდგა. პირველ ტაიმში ჰქონდა ერთადერთი ხარვეზი.

ალექს სანდრო 7 – ახალი კონტრაქყი სტიმული გამოდგა, პირველ ტაიმში „იუვენტუსის“ საუკეთესო „თავდამსხმელი“ იყო. პირველი შანსის დროს კუთხეში ვერ დაარტყა, ხოლო ოლსენი სუპერი იყო, ხოლო მესამეს დროს „ჯალორისის“ ფეხბურთელები აღუდგნენ.

ბენტანკური 7 – დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და მაშინვე გადამწყვეტი სიტყვა თქვა. ძანიოლოს კარგად დააპრესინგა გოლის ეპიზოდში და გადამწყვეტი როლი ითამაშა გოლში.

პიანიჩი 6.5 – ზოგჯერ პატარ-პატარა რისკზე წავიდა.

ემრე ჯანი შ.გ – გერმანელი ცდილობს ფორმაში შესვლას და მისთვის ეს დროც მნიშვნელოვანია.

მატუიდი 6.5 – ყველა ბურთზე იბრძოდა და „ჯალოროსის“ ფეხბურთელები ზეწოლის ქვეშ ამყოფინა.

დიბალა 6.5 – ძვირფასი მოძრაობებით იწყებოდა „ბაინკონერის“ შეტევები. თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზაში ნაკლებად აქტიურობდა.

დუგლას კოშტა შ.გ – ვიდეორეფერმა სეზონში პირველი გოლი წაართვა.

რონალდუ 7.5 – პირადი დუელი ოსლენთან, მაგრამ სამჯერ შვედმა მეკარემ საოცარი ბურთები აუღო. განირსხებული იყო, როგორც არასდროს. დუგლას კოშტას საგოლე პასიც გაუკეთა, მაგრამ VAR-მა გოლი გააუქმა.

მანჯუკიჩი 8 – დიდი გუნდების წინააღმდეგ წელს ყოველთვის გააქვს. „ლაციოს“, „ნაპოლის“, „მილანისა“ და „ინტერის“ შემდეგ „რომასაც“ გაუტანა. სანტონი ფიზიკურად დაჩაგრა და სეზონში მერვე გოლი გაიტანა. „იუვენტუსში“ მისი საუკეთესო შედეგი 10 გოლია, რომელიც პირველ სეზონში გაიტანა. მნიშვნელოვანი იყო დაცვით ფაზაშიც.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …