მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი ტრავმირებულია

ბერნარდესკი ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსს“ ფედერიკო ბერნარდესკი გამოაკლდა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე ბარძაყის დაზიანება აღენიშნება.

ფედერიკოს ჯანმრთლებობის მდგომარეობა უახლოეს დღეებში შეფასდება, თუმცა, „ატალანტასთან“ 26 დეკემბერს გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ისე კი, ტრავმა სერიოზული სახის არ უნდა იყოს.

„იუვემ“ „რომასთან“ გამარჯვების შემდეგ დღეს კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა და ბერგამოელებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …