ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ოთხი თვის გადავადება და მომავალი წლის ბიუჯეტისთვის განაწილების თხოვნით მიმართა.
Corriere Dello Sport-ის ცნობით, კლუბის ბოსების სურვილია, რომ მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის ხელფასები, ისე როგორც ეს შარშან მოხდა, გადავადდეს და მომავალ წელს გადაიხადონ.
ფეხბურთელებთან შუამავლის როლი შესაძლოა კლუბის ვეტერანებმა, ჯორჯო კიელინიმ და ჯანლუიჯი ბუფონმა შეასრულონ.
ჯერჯერობით ფეხბურთელების პასუხის შესახებ ცნობილი არაფერია. ხელფასების გადავადების იდეა ფინანსურ კრიზისს უკავშირდება, რაც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული.