ტურინის „იუვენტუსის“ ტიფოზებმა ფეხბურთელები გააკრიტიკეს. მათ „ალიანც სთედიუმის“ სტადიონთან ბანერი გამოფინეს და ფეხბურთელებს ტურინულ დერბიზე ფიქრისკენ მოუწოდეს.
ეს ბანერი აშკარად ვესტონ მაკკენის, პაულო დიბალასა და არტურის მიმართ იყო განკუთვნილი, რომლებმაც საკარანტინე წესი დაარღვიეს და ჯარიმის სახით გუნდიდან მოკვეთაც დაიმსახურეს.
მხოლოდ სოციალურ მედიაზე, სპოსნორებზე და მილიონებზე ზრუნავთ. დერბიზე იფიქრეთ!’, – წერია ბანეზე.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ დღეს „ტორინოს“ სტუმრად ეთამაშება და მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.