მთავარი / სიახლეები / დინო ძოფი “იუვეზე”, პირლოზე, რონალდუზე და ბუფონზე…

დინო ძოფი “იუვეზე”, პირლოზე, რონალდუზე და ბუფონზე…

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ დინო ძოფმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად „ბებერი ქალბატონის“ შესახებ ისაუბრა.

მან კომენტარი ამჟამინდელ „იუვეზე“, ჯანლუიჯი ბუფონზე, კრიშტიანუ რონალდუზე, ანდრეა პირლოზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

– დიბალას, მაკკენისა და არტურის დასჯა სწორია?

– არ მინდა, ვინმეს მორალი წავუკითხო, მაგრამ ასე მგონია. მათ ეს არ უნდა გაეკეთებინათ!ახლა ხელმძღვანელობა მიიღებს ზოებს და გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ მე როიქ ვყოფილიყავი, მათ ყურებს ავუწევდი და გავაცნობიერებდი დაშვებულ შეცდომას.

– თქვენ კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულეთ. რამდენად რთული იყო ამის გაკეთება?

– ეს ძალიან მტკივნეული მომენტი იყო, იმ წამს იცი, რომ ტოვებ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას, რომელიც სრულდება.

– ბუფონი 43 წლის წინაა და ახალ ავენტურას ეძებს. სწორი იქნება „იუვედან“ წასვლა სხვა გუნდში გადასასვლელად?

– თუ მას სურს კარიერის გაგრძელა და უფრო ხშირად თამაშის შანსი ექნება, რატომაც არა? მე არ ვარ რაღაც საკითხების წინააღმდეგი და სწორი იქნება თუ ისეთ გუნდში გადავა, სადაც ითამაშებს და სწორ ადგილას აღმოჩნდება.

– კარიერის დასრულების შემდეგ „იუვენტუსის“ მწვრთნელი გახდით. ბუფონი როგორ წარმოგიდგენიათ იგივე პოსტზე?

– რატომაც არა… თუ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას გადაწყვეტს, ამ როლში კარგად წარმომიდგენია.

– რა წარმოდგენა გაქვთ წლევანდელ „იუვეზე“?

– ეს არის გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებით, ბევრი ახალგაზრდაა და ამიტომ, პრობლემები აქვს სწორი კოორდინატების ძიებაში. ეს ნორმალურია. გარდა ამისა, ზედიზედ 9 სკუდეტოს შემდეგ ყველაფერი უფრო რთულდება.

– პირლო უნდა დარჩეს?

– მან ახლახან დაიწყო მუშაობა. ჩემი აზრით, კი.

– რონალდუს შენარჩუნება სწორი იქნება?

– ყოველთვის ჯობია „იუვე“ რონალდუსთან ერთად იყოს, ვიდრე მის გარეშე. საბოლოოდ, ის გოლებს იტანს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …