ტურინის „იუვენტუსმა“ და Jeep-მა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, ამერიკული კომპანია იტალიურ გუნდს წლიურ ანაზღაურებას 25 მილიონ ევრომდე გაუზრდის. ამის შესახებ „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება.
„გუნდის შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ, რამაც გუნდი უეფას რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე განათავსა, „იუვენტუსი“ Jeep-ი შეთანხმდნენ. სპონსორული ხელშეკრულების თავლსაზრისით „იუვე“ 2019-2020 და 2020-2021 წლების სეზონში წლიურად 25 მილიონ ევროს მიიღებს. ამავდროულად, მხარეები მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც აწარმოებენ, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ გენერალური სპონსორი Jeep-ი 2012 წლიდანაა, ხოლო კონტრაქტს ხელი იმავე წლის აპრილში მოაწერეს.