ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ პაულო დიბალას დუბლით დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი – ჟოაო მარიოს დარტყმა აიღო როგორც შეეძლო, მაგრამ მირანჩუკმა მაინც გაიტანა. სხვა საქმე პოლონელს არ ჰქონია.
კუადრადო 6.5 – გაშვებული გოლის დროს მისი ბრალეულობაცაა, რადგან ჟოაო მარიო მისი ზონიდან შევიდა საჯარიმოში. თუმცა, შეტევას ძალიან კარგად ეხმარებოდა და შესანიშნავად ითამაშა. შემთხვევითი არაა, რომ დიბალას პირველი გოლის დროს საგოლე პასი გააკეთა.
ბონუჩი 5 – მას მიმდინარე სეზონში წუთიც არ დაუსვენია. მირანჩუკი ძალიან ადვილად გაუსწორდა და ეს არ ყოფილა ერთადერთი შეცდომა ამ საღამოს.
დე ლიხტი 5 – გაშვებული გოლის დროს ისიც უხეშად ცდება, ედერთან საჰაერო ორთაბრძოლაში გაუაზრებლად შევიდა და ბურთი მირანჩუკს მიუვიდა. გოლიც ასე დაიბადა.
ალექს სანდრო 6 – მისი ზონიდან მეტოქეს ხიფათი არ შეუქმნია. დიბალას მეორე გოლში მისი დიდი წვლილია.
ხედირა 5 – ჟოაო მარიოსთან დუელი პირწმინდად წააგო.
იგუაინი 6 – დიბალამდე ის ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა და ხიფათს ქმნიდა. სწორედ მას ჰქონდა ერთადერთი რეალური მომენტი გამათანბრებელ გოლამდე.
პიანიჩი 6.5 – ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ცდილობდა ბურთის განაწილებას. მეორე ტაიმის დასაწყისში დიბალას ფანტასტიკური პასი გაუკეთა, მაგრამ არგენტინელმა არაზუსტად დაარტყა.
მატუიდი 5 – სირთულეები ჰქონდა. მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა და იდოვუმ საბედნიეროდ საჩუქარი ვერ შეირგო.
რაბიო 6 – სარიმ მასზე გააკეთა არჩევანი და მატუიდიზე ცუდად ნამდვილად არ უთამაშია.
ბენტანკური 6 – გამთამაშებლად დაიწყო, როგორც „ინტერთან“ ბოლო წუთებში. შემადგენლობაში მთავარი სიურპრიზი სწორედ მისი გამოჩენა გახლდათ. მეორე ტაიმში პოზიცია შეიცვალა და ყველა შემთხვევაში კარგი მატჩი ჩაატარა.
დიბალა 8 – „ლოკომოტივმა“ კედელი ჩაკეტა, ის ყოველთვის ბლოკს აწყდებოდა. პიანიჩის კარგი პასის შემდეგ ბურთი ტრიბუნებისკენ გაგზავნა. გამთამაშებლად თამაშში უფრო ცოცხლად შევიდა და სწორედ ამ პოზიციიდან შეცვალა თამაშის სცენარი ულამაზესი გოლით. ცოტა ხანში ალბათ კიდევ უფრო იყოჩაღა, როდესაც ეპიზოდს არ გამოეთიშა და გილერმეს მოგერიებულს დროულად დაამატა. ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს“ საქმე რომ არ გაურთულდა, ყველა ვარიანტში მისი დამსახურებაა.
ბერნარდესკი შ.გ – ფედერიკომ მხოლოდ 10 წუთი გაატარა მინდორზე.
რონალდუ 5.5 – სახიფათოდ პრაქტიკულად არ შეუტევია. სეზონის ერთ-ერთი ცუდი თამაში ჰქონდა.