ტურინის „იუვენტუსმა“ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამარჯვების შემდეგ „ლეჩესთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო და დღეს ვარჯიშიც გაიმართა.
თუმცა, ყველა ბოლომდე არ დატვირთულა გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე. ლეონარდო ბონუჩიმ, ფედერიკო ბერნარდესკიმ და ხუან კუადრადომ კი, ერთი დღით დაისვენეს.
ტურინელები ლეჩეში გამგზავრებამდე ხვალ კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებენ.