მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგაზე “იუვეს” ყველა დროის ბომბარდირები – დიბალა მეხუთე ადგილზე გადავიდა

ჩემპიონთა ლიგაზე “იუვეს” ყველა დროის ბომბარდირები – დიბალა მეხუთე ადგილზე გადავიდა

პაულო დიბალა „იუვენტუსის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ადგილზე გადავიდა. „ლოკომოტივთან“ დაფიქსირებული ეს და სხვა საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვემ“ მეორედ მოახერხა საკუთარ მოედანზე გამარჯვება, როდესაც პირველი ტაიმი წააგო (10 შემთხვევიდან). პირველად ეს 2006 წელს, ბრემენის „ვერდერთან“ შეძლო.

გუშინდლამდე ბოლო მატჩი „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელშიც მარცხებოდა, 2018 წელს მოიგო, ლონდონში „ტოტენჰემთან“.

2003-2004 წლების სეზონიდან „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ბურთის ფლობის საუკეთესო მაჩვენებელი გუშინდელ მატჩში ჰქონდა (77.8%).

მხოლოდ „ნორდშელანდთან“ (2012 წელს, 33 დარტყმა) ჰქონდა უფრო მეტი კარისკენ დარტყმა „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე გუშინ – 28.

პაულო დიბალას ჩემპიონთა ლიგაზე 13 გოლი დაუგროვდა და „იუვენტუსის“ ისტორიაში ლიგაზე ეს მეხუთე შედეგია. მასზე მეტი გოლი მხოლოდ ფილიპო ინძაგიმ, მიშელ პლატინიმ, დავიდ ტრეზეგემ და ალესანდრო დელ პიერომ გაიტანეს.

ჩემპიონთა ლიგაზე დიბალამ მესამედ შეასრულა დუბლი – „ბარსელონასთან“, „იანგ ბოიზთან“ (ჰეთ-თრიქი) და „ლოკომოტივთან“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …