მთავარი / სიახლეები / “ლეჩესთან” ბონუჩი, პიანიჩი და რონალდუ დაისვენებენ

“ლეჩესთან” ბონუჩი, პიანიჩი და რონალდუ დაისვენებენ

ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ დაუყოვნებლივ მომდევნო შეხვედრაზე დაიწყო ფიქრი, რომელსაც „იუვენტუსი“ „ლეჩესთან“ შაბათს გამართავს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, სარი შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს და რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს.

ლეონარდო ბონუჩი, მირალემ პიანიჩი და კრიშტიანუ რონალდუ დაისვენებენ. შეტევაში პაულო დიბალა-გონსალო იგუაინის ტანდემი მზადაა, ბონუჩის მერიჰ დემირალი ან დანიელე რუგანი შეცვლის, ხოლო პიანიჩის ადგილს როდრიგო ბენტანკური დაიკავებს.

გარდა ამისა, ადრიენ რაბიო ძირითადში იქნება ბლეზ მატუიდის ან სამი ხედირას ნაცვლად, ხოლო ფედერიკო ბერნარდესკი მზადაა გამთამაშებლის პოზიციაზე გაისარჯოს.

შეგახსენებთ, რომ „ლეჩე“ – „იუვენტუსის“ მატჩი შაბათს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …