მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “დე ლიხტი საუკეთესო მცველი გახდება”

ბონუჩი: “დე ლიხტი საუკეთესო მცველი გახდება”

ლეონარდო ბონუჩიმ მატიას დე ლიხტი დაიცვა, რომელსაც ბევრ კრიტიკოსი ჰყავს. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ჰოლანდიელს საოცარი თვისებები აქვს და შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდეს.

ლეონარდო დარწმუნებულია, რომ მატიასი ადაპტაციის გავლის შემდეგ საუკეთესო ფორმაში ჩადგება.

„დე ლიხტი მომავალია, აქამდე ის იბრძვის, როგორც ჩვენ ყველა. მას აქვს თვისებები, რომ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. შეცდომები დაუშვა, როგორც მე წარსულში, მაგრამ ეს გარდაუვალია. ამ მაისურის ტარება ზეწოლას ახდენს და ის მხოლოდ 20 წლისაა, ჰოლანდიაში თამაშობდა და ახლა სხვა სტილთან უწევს შეგუება. ეს მხოლოდ დროის საკითხია, „ლოკომოტივთან“ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, გამოცდილებასთან ერთად კი მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდება“, – თქვა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …