ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის ცნობილია. მასიმილიანო ალეგრი მადრიდელებთან თამაშს დანაკლსისი გარეშე ვერ ხვდება.
ალექს სანდრო დისკვალიფიცირებულია, მატია დე შილიო, სამი ხედირა, ანდრეა ბარძალი და დუგლას კოშტა ტრავმირებულები.
მეკარეები: შჩესნი, პერინი, პინსოლიო
მცველები: კიელინი, კასერესი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი, კავილია
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.