ტურინის „იუვენტუსმა“ „ალიანც სთედიუმზე“ სატესტო ვარჯიშს ჩაატარებს. Tuttosport-ის ცნობით, მაურიციო სარის გადაწყვეტილებით, გუნდი ბოლო ვარჯიშს არა კონტინასას ბაზაზე, არამედ სტადიონზე გამართავს.
საქმე ისაა, რომ მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება, რასაც „იუვეს“ ფეხბურთელები შეჩვეულნი სულაც არ არიან. ამიტომაც, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ცარიელ სტადიონთან და მოედანთან ადაპტაცია უფრო ადვილად მოახდინონ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.