ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ინტერთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, სერია A-ში ეს ყველაზე პრესტიჟული თამაშია.
„რთული თამაში იქნება თუ გავითვალისწინებთ ტაქტიკურად ჩვენს მეტოქეს. ერთ-ერთი მთავარი დავალებაა, რომ მეტოქის ნახევარზე ბურთი რაც შეიძლება დიდხანს გვქონდეს. ეს სერია A-ს ყველაზე პრესტიჟული თამაშია.
ამ დროისთვის ჩვენ ბევრი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა და ეს ძალიან კარგია. ბოლო დღეებში ვარჯიშის ხარისხი მაღალი იყო და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კრიშტიანუ ფეხბურთელია, რომელიც ასეთ მატჩებში გადამწყვეტ როლს ასრულებს. დიდი მიღწევაა 1000 მატჩი კარიერაში, მაგრამ ახალ მას ახალი მიზნები აქვს. მისი თანაგუნდელებისთვის ამოსავალი წერტილი მისთვის საჩუქრის მიცემა უნდა იყოს.
ეს თამაში სერია A-ში ყველაზე პრესტიჟულია, ისტორიით, გუნდების დაპირისპირებით, ამ სეზონში სატურნირო ცხრილის თვალსაზირისითაც. სატრანფსერო ბაზარზე აქტიურობით „ინტერი“ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, ისევე, როგორც ჩვენ. ეს იქნება ძალიან ლამაზი თამაში“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.