მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა როგორც ხვალინდელი, ისე ზოგადად შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრა.
„ყველა თამაშს საკუთარი ისტორია აქვს. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, დიდი პატივისცემა გვაქვს მისდამი, მაგრამ ჩვენი მხრიდან არსებობს სურვილი და პატივმოყვარეობა, რომ რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ მათთან. თამაშს სწორად ვუდგებით მიუხედავად სირთულეებისა, რადგან კალენდრის შეცვლა ადვილი არ იყო. თამაშების არჩატარება ადვილი არ ყოფილა, მაგრამ როგორც ბიჭებს ვუთხარი, ამ სიტუაციას სწრაფად და კარგად უნდა მოვერგოთ. კარგ კონდიციაში ვიმყოფებით, ცხადია გეგმები შეგვეცვალა, მაგრამ ჩვენ ვიმუშავეთ.
„რთული წარმოსადგენია ცარიელი სტადიონი რადგან გულშემატკივარი ფეხბურთის გარდაუვალი და მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით ასეთ ლამაზ დაპირისპირებებში. ამ ძალიან დელიკატურ მომენტში დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა მთავარია და ჩვენი მოვალებაა ამ სსიტუაციასთან ადაპტაცია მოვახდინოთ და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავაკეთოთ საქმე.
პოლემიკა კალენდრის გამო? ადვილი არაა, რადგან ეს სიტუაცია დელიკატურია. ყველას გვყავს ოჯახები და ეს გულგრილს ვერ დაგვტოვებს. ყველა ვცდილობთ, რომ ამ სიტუაციაში საუკეთესო გზას მივმართოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ყველა თამაშის დღე, გვაქვს მკაფიო პროგრამა, რადგან როგორც პროფესიონალები ჩვენს გეგმებს მივყვებით“, – თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 8 მარტს, 23:45 საათზე ტურინში უმაყურებლოდ გაიმართება.