სამი თვის შემდეგ “იუვენტუსი” საფეხბურთო მოედანზე ბრუნდება და დღეს იტალიის თასის ნახევარფინალში “მილანს” უმაყურებლოდ უმასპინძლებს.
მაურიციო სარიმ ძირითად შემადგენლობისთვის ეს 11 ფეხბურთელი შეარჩია.
ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; პიანიჩი, ბენტანკური, მატუიდი; დუგლას კოშტა, დიბალა, რონალდუ
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო დღევანდელი დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.
L’undici bianconero per la Semifinale di #CoppaItalia!
FORZA RAGAZZI! 💪 ⚫️⚪️ #JuveMilan pic.twitter.com/d9AxEQwYwB— JuventusFC (@juventusfc) June 12, 2020