ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა.
„დიბალა ძალიან ნიჭიერია და საოცარ რაღაცებს აკეთებს. რაც შეეხება რონალდუს, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყოველთვის გამარჯვება უნდა, მათ შორის ვარჯიშზეც და ვიმედოვნებთ, რომ ტიტულების მოგებაში დავეხმარებით.
სანამ „არსენალიდან“ „იუვენტუსში“ გადმოვიდოდი, შჩესნი იყო ადამიანი, რომელიც ინფორმაციას მაწვდიდა, რადგან იტალიაში წლები ჰქონდა ნათამაშები. მან მხოლოდ დადებითი სიტყვები მითხრა და შემდეგ ხუმრობით ბონუსს მთხოვდა ჩემს ტრანსფერში.
„ინტერთან“ გოლი და საგოლე პასი? საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა კარგი იყო, მაგრამ შემდეგ სამწუხაროდ სეზონი შეჩერდა. დიდი ხნის არ ვიცოდით გაგრძელდებოდა თუ არა სეზონი, თუმცა იმ საღამოს ნებისმიერ ფასად უნდა მოგვეგო, რომ სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე დავბრუნებულიყავით“, – თქვა რემზიმ.