იტალიაში სეზონი განახლდა და „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში გავიდა. ტურინელებმა უმაყურებლოდ „მილანს“ უმასპინძლეს და თებერვალში „სან სიროზე“ მიღწეული შედეგი შეინარჩუნეს.
მაურიციო სარის გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო, კარგად კომბინირებდა და რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტებიც შექმნა.
მე-17 წუთზე კი საჯარიმოში ანდრეა კონტიმ საჯარიმოში ხელით ითამაშა და დანიელე ორსატომ პენალტი დანიშნა. თუმცა, კრიშტიანუ რონალდუმ ბურთი ძელს მოარტყა. ამის მიუხედავად ეპიზოდი გაგრძელდა, რის შედეგადაც დანილოს წინააღმდეგ ანტე რებიჩმა იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა თითქმის მთელი თამაში კაცნაკლულებმა ჩაატარეს, „იუვემ“ ვერ შეძლო ჯანლუიჯი დონარუმას კარისთვის გასაღების მოძებნა. საპასუხოდ, „მილანი“ ვერ უტევდ ადა მატჩის უგოლოდ დასრულდა. ეს ანგარიში „იუვენტუსს“ ხელს აძლევდა და ფინალში სტუმრად გატანილი გოლით გავიდა.
17 ივნისს, რომში „ბებერი სინიორა“ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
„იუვენტუსი“ – „მილანი“ 0:0 (0:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“, უმაყურებლოდ
„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; დანილო (კუადრადო 86), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (ხედირა 62), მატუიდი (რაბიო 63); დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 63), დიბალა, რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„მილანი“ (4-2-3-1): დონარუმა; კონტი (სელმაკერსი 88), კიაერი, რომანიოლი, კალაბრია (ლაქსალტი 88); ბენასერი, კესი (კრუნიჩი 82); ჩალჰანოღლუ, პაკეტა (კოლომბო 82), ბონავენტურა (ლეაო 52); რებიჩი
გაფრთხილება: პიანიჩი (43), ხედირა (74) – კონტი (18)
გაძევება: რებიჩი (17)
მსაჯი: დანიელე ორსატო