ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „მილანთან“ (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მთავარი ფინალში გასვლა იყო და ეს მიზანი მიღწეულია.
„მთავარი იყო შემდეგ ეტაპზე გასვლა და სეზონის პირველი ტიტულისთვის რომში თამაში. გულშემატკივრების გარეშე უცნაური ემოცია გახლდათ. რთული თამაში გამოდგა, კარგად დავიწყეთ და შემდეგ გვქონდა ხარვეზები.
„მილანმა“ 10 ფეხბურთელით 11-ის წინააღმდეგ კარგად ითამაშა, ფრე ვითამაშეთ, მაგრამ ფინლამდე უნდა მივსულიყავით და მთავარი ეს იყო. ჩვენს ცხოვრებაში ბნელი პერიოდი იდგა და ვიმედოვნებთ, რომ ოთხშაბათს გულშემატკივარს მნიშვნელოვან გამარჯვებას მივუძღვნით.
რონალდუს პენალტი? არ გაუმართლა, მაგრამ დონარუმაც შექებას იმსახურებს, რადგან ბურთს შეეხო. დიდი ფეხბურთელებიც ცდებიან. ახლა წინ უნდა გავიხედოთ, რომ შესანიშნავი „იუვე“ და რონალდუ ვიხილოთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში 17 ივნისს, „ნაპოლი“ – „ინტერის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.