ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ბევრ შესაძლო გაცვლაზე ფიქრობს და ერთ-ერთი მარცხენა მცველის პოზიციაა. Calciomercato-ს ცნობით, არსებობს ალექს სანდროსა და ემერსონ პალმიერის გაცვლის იდეა.
ორივე მარცხენა მცველია, ორივე ბრაზილიელი, თუმცა, ემერსონი იტალიის ნაკრებში თამაშობს, მისი ხელფასი გაცილებით ნაკლებია და ასაკითაც უფრო ახალგაზრდაა. ტურინელები „ჩელსის“ ფეხბურთელით დიდი ხანია არიან დაინტერესებულნი.
ალექს სანდრო კი ბოლო პერიოდში ნამდვილად ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რაც „იუვეში“ გატარებულ პირველ ორ სეზონშ (2015-2017) აჩვენა. აქედან გამომდინარე კლუბი მის გასხვისებას არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ბრაზილიელი განაპირა მცველი 2015 წელს პორტუგალიური „პორტუდან“ დაიმატა.