ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ იბრძვიან.
კატალონური გამოცემის ვერსიით, „იუვე“ კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვაზე მუშაობს და ახალ თავდამსხმელებს ეძებს, მათ შორის, ერთ-ერთი აგუეროა.
არგენტინელი ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა, მას ხელფასის სახით საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვს. 33 წლის აგუერო „მანჩესტერ სიტიში“ 2011 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე სახელი მადრიდის „ატლეტიკოში“ გაითქვა.
იტალიური მედია ამ სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას ბოლო პერიოდში არ ავრცელებს. თუმცა, აშკარაა, რომ ზაფხულში „იუვეს“ შეტევის ხაზი გადახალისდება, რადგან კრიშტიანუ რონალდუს, ალვარო მორატასა და პაულო დიბალას გუნდში დარჩენა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.