მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” 2022 წელს ჰოლანდის შეძენის შანსი ექნება

“იუვენტუსს” 2022 წელს ჰოლანდის შეძენის შანსი ექნება

ტურინის „იუვენტუსი“ 2017 წელს ახლო იყო ერლინგ ჰოლანდის შეძენასთან. შემდეგ ნორვეგიელს „იუვეს“ გასული წლის მიწურულასაც უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთელი „დორტმუნდში“ აღმოჩნდა.

თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში ჰოლანდი ტურინში არ გადავა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, კონტრაქტში არსებული პუნქტით 2022 წელს ერლინგს „დორტმუნდის“ დატოვება 75 მილიონ ევროდ შეუძლია.

ეს ზუსტად იმავე ოდენობის თანხაა, რომელიც „იუვენტუსმა“ მატიას დე ლიხტის სანაცვლოდ გადაიხადა. ფაბიო პარატიჩი კი, სიტუაციას აქტიურად აკვირდება და ხსენებული პუნქტით სარგებლობაზეც სერიოზულად ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი შესანიშნავ ფორმაშია და „დორტმუნდის“ მაისურით 7 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …