ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სპალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა გუნდის ცალკეული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.
„ხვალ რთული თამაში იქნება და ეს „იუვემ“ კარგად იცის, რადგან ბოლო წლებში ყოველთვის ასე იყო. გუნდი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა.
სარისიმო და საკისიმო არის გარეგნობის ეტიკეტები, მაგრამ ნულოვანი მნიშვნელობა აქვთ. პიანიჩი კარგად მუშაობს, იგუაინზე წინაა, რომელსაც ტკივილი ისევ აწუხებს. მირამელმა გუშინ კარგად და ბოლომდე ივარჯიშა.
რამდენიმე ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის საფრთხე „იუვე“ – „ინტერის“ წინ? მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ, დიდი შეშფოთების გარეშე.
ბერნარდესკი? სამწუხაროდ ერთი პოზიციიდან მეორეზე გადასვლამ მასზე იმოქმედა. 4-3-3? დუგლას კოშტასგარეშე ამ პოზიციაზე ერთ-ერთი ალტერნატივა ფედერიკოა.
ხედირა? აქ ორი დღეა მუშაობს. მედიკოსებს უნდა მოვუსმინოთ იმის გასაგებად რა მიმართულებით წავიდეთ. კუადრადომ დაცვის ფლანგზე დიდი პროგრესი აჩვენა, მაგრამ ბოლო პერიოდში აუცილებლობის გამო შეტევაში დაბრუნდა. ჩვენ კმაყოფილები ვართ მისი თამაშით.
კიელინი კარგად მუშაობს, ჩვენ ერთად შევაფასებთ სიტუაციას ვარჯიშის შემდეგ. მხოლოდ ბოლო ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. რეალურად ახლა მას ვარჯიშზე მეტად თამაში სჭირდება. ბუფონი? ხვალ შევაფასებთ ამ საკითხს და გვეცოდინება ითამაშებს თუ არა“, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „სპალისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.