ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ Sky Sport-თან ისაუბრა. ლეონარდო ბონუჩის დისკვალიფიკაციიდან გამომდინარე დიდი შანსია, რომ „სპალთან“ უახლოეს მატჩში დანიელე მოედანზე ვიხილოთ. იტალიელი რთულ მატჩს ელოდება.
„დაიწყო სეზონის ემოციური და აღმართოვანებელი ფინალური ეტაპი, ჩვენ ენთუზიაზმით სავსე ვართ. უდავოა, რომ მეტი სათამაშო დრო ყველას უნდა, ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო და მზად ვიქნები, როდესაც გუნდს დავჭირდები და მწვრთნელი მოედანზე შესვლის ნებას მომცემს.
„სპალი“? ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, ძალიან რთული. გვახსოვს ბოლო ორი წელი, როდესაც აქ ვერ მოვიგეთ. ფერარაში ყოველთვის რთული გასვლითი მატჩები გვქონდა, მაგრამ ახლა ჩვენ გვჭირდება ქულები და სახლში გამარჯვებით უნდა დავბრუნდეთ“, – თქვა რუგანიმ.