ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ფედერიკო კიეზა დაიმატოს. იტალიური მედია ამის შესახებ ბოლო დღეებია უკვე აქტიურად წერს. „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ კიეზას წასვლა შესაძლებელია, ოღონდ ფეხბურთელს იტალიაში დარჩენა უნდა.
„იების“ პრეზიდენტმა ფასიც დაასახელა: 50-60 მილიონი ევრო. ტურინელები კი მის იჯარას განიხილავენ გამოსყიდვის უფლებით. „იუვე“ კიეზას იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ დუგლას კოშტას გაყიდის. ბრაზილიელს ტურინის დატოვება არ უნდა, მაგრამ ანდრეა პირლოს სამომავლო გეგმების ნაწილი კოშტა ნამდვილად არაა, რომელიც ხშირად ტრავმიანობს. სამხრეთ ამერიკელს მსურველები ინგლისში ჰყავს და განსაკუთრებით „ვულვზი“ აქტიურობს.
იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს იხურება და „იუვენტუსსაც“ დრო იქამდე აქვს.