ტურინის „იუვენტუსს“ პაულო დიბალა დაუბრუნდა. არგენტინელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და „რომასთან“ სავარაუდოდ განაცხადში იქნება.
პაულოს ტრავმა „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან მოყოლებული ჰქონდა და სეზონის პირველი თამაშიც გაუცდა.
„იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში სტუმრად „რომას“ 27 სექტემბერს დაუპირისპირდება.