ტურინის „იუვენტუსმა“ თავი ლამაზი ჟესტით გამოიჩინა. იტალიის თასზე „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი ოთხშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ თამაშის გადადება მატჩის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლებ დროში დადასტურდა. ამიტომ, „ალიანც სთედიუმზე“ თამაშის დღისთვის საკვები უკვე მომარაგებული იყო.
კლუბმა კი გადაწყვიტა, ქველმოქმედებისთვის მიემართა. დაახლოებით 3 ტონა საჭმელი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა და იმ მოსახლეობას დაეხმარა, რომელთაც საკვები სჭირდებოდათ.