ზინედინ ზიდანი ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირეს. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს, რომ ფრანგ სპეციალისტს ფლორენტინო პერესთან ძველებურად კარგი ურთიერთობა აღარ აქვს.
ამიტომაც, დიდი შანსია, რომ ზიდანი მადრიდული გუნდიდან ზაფხულში დაითხოვონ. ანდრეა ანიელი კი, სიტუაციას აქტიურად სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ წყაროს ინფორმაციით, „იუვეს“ პრეზიდენტს „ზიზუს“ პირადი კონტრაქტი უკვე გამზადებული აქვს და მზადაა ფრანგ სპეციალისტს სეზონში 8 მილიონი ევრო გადაუხადოს.