ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა პაულო დიბალამ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა კლუბი დატოვოს.
25 წლის არგენტინელი თავდამსხმელით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ-ჟერმენი” არიან დაინტერესებულნი. “ლა გაძეტა დელო სპორტი“-ს ჯურნალისტის ნიკოლა სკირას განცხადებით პირველი კონტაქტები უკვე შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით ბებერი ქალბატონი არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს, თავად ფეხბურთელს კი დარჩენა სურს.