მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას მომავალი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული.
ფეხბურთელს კარიერის გასაგრძელებლად ორი რეალური ვარიანტი აქვს, ტურინის იუვენტუსი და მადრიდის რეალი.
იტალიური პრესის ცნობით, ბებერი ქალბატონის არაერთი ფეხბურთელი ცდილობს დაარწმუნოს პოლ პოგბა, რომ დაბრუნდეს იტალიაში. კერძოდ კი – პაულო დიბალა, ხუან კუადრადო და გონსალო იგუაინი.
იუვენტუსი ფრანგის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება. რათქმაუნდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფეხბურთელის სიტყვას და როგორც ჩანს, ნახევარმცველის ტრანსფერში ტურინული კლუბის მთლიანი შემადგენლობაა ჩართული.