„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ მიმდინარე სეზონზე და გუნდის შანსებზე ისაუბრა, როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ალექსი იტალიაში „იუვეს“ კონკურენტად მხოლოდ „ინტერს“ მიიჩნევს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი გუნდების რიცხვი გაცილებით დიდია.
„იუვე“ რამდენიმე წელია აშენებს გუნდს, რომელსაც არ სჭირდება ხვალინდელ დღეზე ფიქრი. ისინი კარგად გეგმავენ, დისტანციურად და ყოველწლიურად სწორ ნაბიჯებს დგამენ. რა თქმა უნდა, იტალიაში საუკეთესო გუნდია მოთამაშეთა რაოდენობისა და ხარისხის თვალსაზრისით. წელს მხოლოდ „ინტერს“ შეუძლია მისთვის კონკურენციის გაწევა. სხვა გუნდებსაც შეუძლია მისი დამარცხება ერთ კონკრეტულ მატჩში, როგორც ეს „ლაციომ“ გააკეთა, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ამის გაკეთება რთულია. თუმცა, მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. ამ ტურნირზე ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ ახლა მთავარი აქცენტი მასზეა, ყველაფერი რაც კეთდება მასთანაა დაკავშრებული. შიდა ჩემპიონატშიც უმაღლეს საფეხურზე ყოფნა 22 საოცარი ფეხბურთელის დამსახურებაა, შემადგენლობაა ღრმაა და ტრავმირებულების ჩანაცვლება ადვილად ხდება. თავიდან „იუვეს“ ჰქონდა პრობლემები, მაგრამ გადაჭრა და ახლ 20-30 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ თამაშები მოიგოს.
„ლაციო“? შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ არმგონია ბოლომდე კონკურენციის გაწევა მოახერხოს. შეუძლია ერთ მატჩში ნებისმიერის დამარცხება, მაგრამ ჩემპიონატი განსხვავებულია, არ ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოსაგებად საკმარისი ძალა აქვს.
სარი? ალეგრის სარით ჩანაცვლება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ გუნდს უკეთესი ფეხბურთი ეთამაშა, რადგან გამარჯვებების მიუხედავად იყო ხარისხზე პრეტენზიები. ჩვენ მხოლოდ 1:0-ს ვიგებთ, გვინდა, 5-6 ბურთით მოგება… მაგრამ არსებობს ორი მნიშვნელოვანი წერტილი: სერია A ძალიან რთული ჩემპიონატია, სუსტი გუნდებიც არ უშვებენ 6 გოლს, რაც ხდება ესპანეთში ან სხვა ჩემპიონატებში. დაცვა უფრო ძლიერია, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რონალდუ ნაკლებ შედეგიანია. მეორე საკითხია, რომ ყოველ სამ დღეში თამაში გიწევს და საკმარისი დრო არ გრჩება ვარჯიშისთვის, ამიტომ, სარი ბოლომდე ვერ ნერგავს იმას, რაც სურს. „ნაპოლიში“ სამი წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ხარისხი აჩვენა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა ჰყავდა ევროპაში.
ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ გამარჯვება თუ შეუძლია? დიახ და არა. სხვა წლებშიც ჰყავდა „იუვეს“ შესანიშნავი ფეხბურთელები და ალბათ „ბარსელონასთან“ წაგებული ფინალის სეზონში ბოლო წლების საუკეთესო „იუვე“ იყო, როგორც გუნდი, როგორც ინდივიდები და როგორც მენტალურად. აქ არ ვგულისხმობ გუნდურ მენტალობას, ამ მხრივ „იუვეში“ ყოველთვის ერთნაირი სიტუაციაა, ერთიანია უნდი. გამარჯვება, გამარჯვება და გამარჯვება მიზანი მუდამ ეს არის. მაგრამ ვსაუბრობ ენერგიაზე და რაც მოხდა გუნდის შიგნით. ჩემი აზრით, „იუვეს“ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ასევე შეუძლიათ „ბარსელონას“, „რეალს“, პსჟ-ს, რვა გუნდია ასეთი. შეიძლება იყოს მოულოდნელობაც, როგორც შარშან „ტოტენჰემი“, სეზონი მიმდინარეობის პროცესში იცვლება. სატრანსფერო ბაზარიც, რომელიც ახლა ღიაა, მნიშვნელოვანია. მაგალითად, „ბარსელონამ“ მწვრთნელი შეიცვალა და ამით ყველაფერი იცვლება“, – თქვა დელ პიერომ.