მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” კავანის დამატებას გეგმავს

“იუვენტუსის” კავანის დამატებას გეგმავს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. ურუგვაელს ტურინში გონსალო იგუაინის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც „იუვენტუსთან“ დატოვებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

კავანი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და 33 წლის გამოცდილი ფორვარდის დამატების საკითხიც წინა პლანზე ამიტომ გადმოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ფაბიო პარატიჩი ჯერ კიდევ 2016 წელს სწორედ იგუაინის შეძენამდე აქტიურად ცდილობდა კავანის გადაბირებას.

ურუგვაელის გარდა, „იუვენტუსის“ დღის წესრიგში ისევ დგას ახალგაზრდა თავდამსხმელის დამატების საკითხი, რაც უფრო მომავალზე გათვლილი ნაბიჯი იქნება. შეგახსენებთ, რომ კავანი სერია A-ს კარგად იცნობს, რადგან „პალერმოსა“ და „ნაპოლიში“ არაერთი წარმატებული სეზონი აქვს ნათამაშები.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …