ტურინის „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინისთან კონტრაქტს ერთი სეზონით გაახანგრძლივებს, მატეის დე ლიხტის, ლეონარდო ბონუჩისა და მერიჰ დემირალის გაყიდვა კი კლუბის გეგმებში არ შედის.
ასე, რომ მოსალოდნელია, რომ ცენტრალური მცველებიდან გუნდს დანიელე რუგანი დატოვებს. ტოსკანელმა მცველმა 2015 წლიდან ვერ შეძლო ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალი გააჩნია.
რაც მთავარია, რუგანი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და შეუძლია მოლოდინი გაამართლოს, რომელიც მისდამი წლების წინ იყო.
ფეხბურთელით ინტერესს „ნაპოლი“ და „რომა“ იჩენდნენ, ახლა კი ჰორიზონტზე „მილანიც“ გამოჩნდა. „როსონერი“ რუგანით დაინტერესებულია და ალესიო რომანიოლის იდეალურ მეწყვილედ განიხილავენ.
სეზონის შეწყვეტამდე დანიელემ „იუვენტუსში“ მხოლოდ 7 თამაში ჩაატარა, მაგრამ „მილანში“ შესაძლოა განსხვავებულ სცენართან გვქონდეს საქმე.