ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის, ვილიანის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ბრაზილიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი იქნება.
ვილიანს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ არაა გამორიცხული მანამდე ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, რაც ტრანსფერს გამორიცხავს.
და მაინც, თუ ვილიანი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, „იუვენტუსი“ გააქტიურდება და 31 წლის ბრაზილიელის ხელში ჩაგდებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.