მთავარი / სიახლეები / იანვარში “იუვეს” ოთხი ფეხბურთელი დატოვებს

იანვარში “იუვეს” ოთხი ფეხბურთელი დატოვებს

ტურინის „იუვენტუსს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ოთხი ფეხბურთელი დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

მარიო მანჯუკიჩის ბედი ამ კუთხით დიდი ხანია გადაწყვეტილია, მაგრამ უცნობია სად გაგრძელდება ტურინელი ტიფოზების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელის კარიერა, რომელმაც ქომაგებს თავი ბრძოლისუნარიანობით შეაყვარა, თუმცა მაურიციო სარის მასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს.

მატია პერინიც წამსვლელთა შორისაა და რა გასაკვირია, 27 წლის მეკარე გუნდში მესამეა თავის პოზიციაზე და ეს მის კარიერას აფერხებს.

ემრე ჯანიც სარის მონახაზში არ ჯდება. გერმანელმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლებოდა, გუნდს დატოვებდა. სიტუაცია კი არ იცვლება – ჯანი ისევ სათადარიგო სკამზეა.

მეოთხე ფეხბურთელი დანიელე რუგანი ან მერიჰ დემირალი იქნება. ორივე მოკლებულია სათამაშო პრაქტიკას (რუგანიმ ორჯერ ითამაშა, დემირალმა ერთხელ). ზამთრიდან ჩემპიონთა ლიგის განაცხადს ჯორჯო კიელინიც დაუბრუნდება, რაც მათ ტურინულ მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

ორივეს „მილანი“ ეპატიჟება, მაგრამ რუგანის „არსენალიც“ ჰყავს მსურველთა შორის. საერთოდ, უფრო მოსალოდნელია, რომ „იუვეს“ სწორედ იტალიელი დატოვებს, რადგან ტურინში თურქი ფეხბურთელის უფრო დიდი იმედი აქვთ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …