ლუის სუარესის იტალიური ენის გამოცდა „იუვენტუსმა“ გააყალბა. გამოძიების შედეგად, გაირკვა, რომ ტურინელთა რამდენიმე თანამშრომელი, რომლთა ვინაობა უცნობია, პერუჯას უნივერსიტეტში გაყალბებულ გამოცდებში ბრალდებულია.
უნივერსიტიტეტის წარმომადგენლებს, სიმონიე ოლივიერის, სტეფანია სპინას, ლორენცო როკას და ჯულიანა გერგოს 8 თვით საქმიანობა აეკრძალათ.
„იუვენტუსის“ რა სახის ჯარიმა დაეკისრება ან დაეკისრება თუ არა საერთოდ, ჯერჯერობით უცნობია.
ლუის სუარესმა პერუჯას უნივერსიტეტში გაყალბებული გამოცდა ჩააბარა, მან წინასწარ იცოდა ტესტის პასუხები. გამოცდის ჩაბარება მას იტალიის მოქალაქეობის მიღებაში სჭირდებოდა, იტალიის მოქალაქეობა კი „იუვეში“ ტრასფერს მწვანე შუქს აუნთებდა. საბოლოოდ ასე არ მოხდა და სუარესის ნაცვლად ალვარო მორატა დაიმატა.