ტურინის „იუვენტუსი“ ახლოსაა „შალკესა“ და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველის, ვესტონ მაკკენის დამატებასთან. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
ტურინელები მაკკენის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდიან 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევრო იქნება.
22 წლის ნახევარმცველს აშშ-ს ნაკრებში 19 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „შალკეში“ 2017 წლიდან თამაშობს და 91 შეხვედრაში 5 გოლი მიითვალა.