ტურინის „იუვენტუსი“ „შალკესა“ და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველის, ვესტონ მაკკენის ხვალ კონტრაქტს გაუფორმებს. ფეხბურთელი უკვე ტურინშია და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ “იუვეს” წევრი ოფიციალურად გახდება.
ტურინელები მაკკენის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდიან 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევრო იქნება.
22 წლის ნახევარმცველს აშშ-ს ნაკრებში 19 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „შალკეში“ 2017 წლიდან თამაშობს და 91 შეხვედრაში 5 გოლი მიითვალა.
🛩 @WMckennie è a Torino! 🇺🇸
Welcome! 🙌 pic.twitter.com/TCgOjQnjec— JuventusFC (@juventusfc) August 27, 2020